რა არის ფლექსოგრაფიული ბეჭდვა?
ფლექსოგრაფია – არის ბეჭდვის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც საღებავით დაფარულ ფორმას (ფოტოპოლიმერულ ფირფიტას) გამოსახულება პირდაპირ საბეჭდ ზედაპირზე გადააქვს. ფლექსოგრაფიული ბეჭდვის დროს გამოიყენება ელასტიკური ფორმები (ფოტოპოლიმერული ფირფიტები) და სწრაფად შრობადი, ნახევრად თხევადი საღებავები.
ფლექსოგრაფიული ბეჭდვის მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს თითქმის ნებისმიერი ტიპის მასალაზე მათ შორის: ალუმინის კილიტაზე ანუ ალუმინის ფოლგაზე, გოფრირებულ მუყაოზე, პოლიეთილენზე, პლასტმასზე, ქსოვილზე და მეტალის ფირზე.
ფლექსოგრაფიული ბეჭდვა საუკეთესო მეთოდია ეტიკეტებისა და პროდუქციის სხვადასხვაგვარი შესაფუთი მასალის დასამზადებლად.
ფლექსო პრინტ ჯორჯია (Flexo Print Georgia) – გთავაზობთ ფლექსოგრაფიულ ბეჭდვას ალუმინის კილიტაზე, პოლიპროპილენზე, პოლიეთილენზე, მეტალიზირებულ პოლიპროპილენზე.
ფლექსო პრინტ ჯორჯიას უპირატესობები:
- ეკოლოგიურად სუფთა მასალა – ფლექსო პრინტ ჯორჯია, ფლექსოგრაფიული ბეჭდვის დროს იყენებს ეკოლოგიურად სუფთა საბეჭდ მასალებს: – UV საღებავებს (საბეჭდი მელანი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას მკვრივდება და არ შეიცავს ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს, ამასთან ერთად ის არის კვებით პროდუქტებთან სრულად თავსებადი) და – ეკო მასალას, რითაც წვლილი შეაქვს გარემოს დაბინძურების შემცირებაში.
- მაღალი წარმადობა – ფლექსო პრინტ ჯორჯიას ტექნიკური ბაზა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, შესაძლებლობას იძლევა მოკლე ვადაში მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მასალაზე ბეჭდვის საშუალებას.
- ბეჭდვის შემდგომი მომსახურება – ფლექსო პრინტ ჯორჯია გთავაზობთ ბეჭდვის შემდგომ მომსახურებასაც, კერძოდ გოფრირებას, ლამინირებას, ჭრას და ა.შ.