ლამინირებული ალუმინის კილიტა | ფოლგა

ლამინირებული ალუმინის კილიტა | ფოლგა

“ფლექსო პრინტ ჯორჯია” გთავაზობთ ლამინირებული ალუმინის კილიტას (ფოლგას), რომელიც შედგება 4 შრიანი კომპონენტისგან: თერმოლაქი, ალუმინის ფოლგა, პრაიმერი და ბეჭდვა.

ჩვენი მრავალშრიანი ალუმინის კილიტა (ფოლგა) შესანიშნავი ბარიერული თვისებებით არამარტო ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, არამედ იცავს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან, კერძოდ: მზის სხივები, ჟანგბადი, ტენიანობა, ბაქტერიები და არასასიამოვნო სუნი.

ლამინირებულ ალუმინის კილიტას (ფოლგას) გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

  • არის უნივერსალური შეფუთვა მრავალი პროდუქტისთვის;
  • კარგად ინარჩუნებს ფორმასა და მდგრადობას;
  • არ ატარებს ცხიმს;
  • თავსებადია ყველა დანადგართან;
  • არ იხევა მასზე ზემოქმედების შემთხვევაში;

ლამინირებული ალუმინის ფოლგა  არის 75 მკრ სისქის.

ჩვენ გვაქვს სტაბილურად მაღალი ხარისხის ევროპაში წარმოებული მასალა. 4 შრიანი ლამინირებული ალუმინის ფოლგა ყველაზე კარგი შესაფუთი მასალაა ნახევრადმყარი საკვებისთვის, როგორიცაა: კარაქი, მარგარინი, სპრედი, რბილი ყველი, ნაყინი, ხაჭო და ა.შ.

ლამინირებულ ალუმინის ფოლგაზე შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინის დატანა, რაც პროდუქტს ხდის უფრო მიმზიდველს.