ალუმინის კილიტა | ფოლგა

ალუმინის კილიტა | ალუმინის ფოლგა

შპს “ფლექსო პრინტ ჯორჯია” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ევროპაში წარმოებულ,  საკვებთან თავსებად ალუმინის კილიტას, (ფოლგას) რომელიც არის 35, 30, 25 მკრ სისქის. ის გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის შესანახად. ფოლგის მთავარი თვისება არის ის, რომ  პროდუქტს მაქსიმალურად იცავს გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, როგორიცაა:  მზის სხივები, ჟანგბადი, ტენიანობა, ბაქტერიები და არასასიამოვნო სუნი. აქედან გამომდინარე ალუმინის შეფუთვა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს მნიშვნელოვნად უზრდის შენახვის ვადას.

ალუმინის კილიტას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მისი სითბოს სწრაფად გამტარობაა. ის არის ძალიან მსუბუქი და ელასტიური, მას მარტივად შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფორმა. ეს თვისებები კილიტას აქცევს იდეალურ შესაფუთ მასალად.

ალუმინის კილიტას ზედაპირი შეიძლება იყოს როგორც პრიალა, ისე გლუვი. ბეჭდვის სხვადასხვა მეთოდის და საღებავის გამოყენებით მასზე შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინის დატანა, რაც პროდუქტს ხდის უფრო მიმზიდველს.