პოლიგრაფიული მომსახურება

რა არის პოლიგრაფიული მომსახურება?

პოლიგრაფია – ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით „მრავალწერა“-ს ნიშნავს.

პოლიგრაფიაარის მრეწველობა, რომელიც მოიცავს საბეჭდი პროდუქციის წარმოების ყველა სახეობას.

პოლიგრაფიის  კლასიკური ვარიანტი შედგება სამი ძირითადი საწარმოო პროცესისაგან:

  1. საბეჭდი ფორმების მომზადება,
  2. უშუალოდ ბეჭდვა,
  3. ნაბეჭდი პროდუქტის საბოლოო სახემდე დაყვანა.

პოლიგრაფიის სფეროებად ითვლება:

  • ოფსეტური ბეჭდვა,
  • რიზოგრაფული ბეჭდვა,
  • ტრაფარეტული ბეჭდვა,
  • ტამპონური ბეჭდვა და
  • მაღალი ბეჭდვა.

ზემოთ ჩამოთვლილი პოლიგრაფიის სფეროებს შორის წამყვანი ადგილი უკავია ციფრულ ოფსეტურ ბეჭდვას, რომელიც ინერგება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან  და ტრადიციულისგან განსხვავებით არ შეიცავს წარმოების პირველ ეტაპს (საბეჭდი ფორმის დამზადება) და ეყრდნობა ელექტროგრაფიკული ბეჭდვის პრინციპს.