ბეჭდვა ალუმინის კილიტაზე | ფოლგაზე
ფლექსო პრინტ ჯორჯია (Flexo Print Georgia) – გთავაზობთ ფლექსოგრაფიის მეშვეობით ბეჭდურ მომსახურებას ბლისტერის კილიტაზე (ფოლგაზე). კილიტა (ფოლგა) ფართედ გამოიყენება საკვები პროდუქტების, წამლების და კოსმეტიკური საშუალებების შესაფუთად. ალუმინის კილიტა (ალუმინის ფოლგა), ნებისმიერი სახის პროდუქციას, ხელს უშლის:
- ტენიანობის დაკარგვაში;
- გარემო პირობების ზემოქმედებაში;
- ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაში;
- მიკროორგანიზმების ზემოქმედებაში;
- ორთქლის და გაზის ზემოქმედებაში;
ალუმინის კილიტა (ალუმინის ფოლგა) ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჰიგიენურ მასალად, ის საკვებ პროდუქტს არ აძლევს არც გემოს და არც სუნს. ხშირ შემთხვევაში ალუმინის კილიტა (ალუმინის ფოლგა) გამოიყენება თხევადი საკვების შესაფუთად, მაგალითად: იოგურტის, არაჟნის, მაწვნის, მდოგვის, აჯიკის და ა.შ. ალუმინის კილიტას მეორე მხარე, რაც უშუალოდ ეხება საკვებ პროდუქტს არ შეიცავს არანაირ უარყოფით და მავნე ნივთიერებას. ჩვენ ვბეჭდავთ უმაღლესი ხარისხის ალუმინის კილიტაზე (ალუმინის ფოლგაზე), რომელსაც გააჩნია მაქსიმალური დრეკადობა და სიმჩატე.
ალუმინის ფოლგის თერმო მდგრადობა საშუალებას აძლევს პროდუქტს დარჩეს სტერილური. დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ფოლგის გამძლეობა, პროდუქტს, რომელსაც სჭირდება გაყინვა, საშუალებას აძლევს ინახებოდეს მინუს მაცივარში (საყინულეში).
ალუმინის კილიტაზე (ალუმინის ფოლგაზე) ბეჭდვის დროს შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინის, ლოგოსა და ფერის დატანა, რომელიც უფრო მიმზიდველს ხდის პროდუქტს.
ფლექსო პრინტ ჯორჯია (Flexo Print Georgia) ალუმინის კილიტაზე საბეჭდად იყენებს UV საღებავებს, რომელიც არ შეიცავს ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს, ამასთან ერთად ის არის კვებით პროდუქტებთან სრულად თავსებადი. ბეჭდვის დროს ჩვენ ასევე ვიყენებთ უნივერსალურ პრაიმერს, რომელიც თავსებადია როგორც პლასტიკატზე ისე ჟეშტზე, რაც აძლევს ქილებს მაქსიმალურ ჰერმეტულობას. ფლექსო პრინტ ჯორჯია (Flexo Print Georgia) – გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის დიზაინისა და ფერის ბეჭდვას ალუმინის კილიტაზე (ალუმინის ფოლგაზე).