ფლექსო პრინტ ჯორჯია | FLEXO PRINT GEORGIA
შპს „ფლექსო პრინტ ჯორჯია“ არის ერთ-ერთი წამყვანი სტამბა საქართველოს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი სახის პოლიგრაფიულ მომსახურებასა და ფლექსოგრაფიულ ბეჭდვას. ამასთან ერთად კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სახის ნედლეულის რეალიზაციას.
„ფლექსო პრინტ ჯორჯია“ ფუნქციონირებს 2016 წლიდან და მისი ტექნიკური ბაზა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და ეკოლოგიურად სუფთა საბეჭდი მასალებით. კომპანია ბეჭდვის დროს იყენებს UV საღებავებს (საბეჭდი მელანი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას მკვრივდება და არ შეიცავს ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს, ამასთან ერთად ის არის კვებით პროდუქტებთან სრულად თავსებადი) და ეკო მასალას, რითაც წვლილი შეაქვს გარემოს დაბინძურების შემცირებაში.
კომპანია სისტემატიურად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შესაბამისად დაკომპლექტებულია კვალიფიციური გუნდით.
„ფლექსო პრინტ ჯორჯია“ თანამშროლობს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, როგორიცაა: საკვები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, ფარმაცევტული, კოსმეტიკური ინდუსტრიები და ა.შ.
კომპანიის დამკვეთები არიან, როგორც მსხვილი ასევე საშუალო და მცირე მეწარმეები: სს „პეპსიკო“, შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“, შპს „ნიკორა ტრეიდი“, შპს „აგროჰაბი“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „დიპლომატ ჯორჯია“, შპს “შარმ ტრეიდინგი”, შპს „მეგაკო“ და ა.შ. კომპანიის მიზანია, ქართული ბიზნესი უცხოელი პარტნიორებისთვის/ინვესტორებისთვის გახადოს მაქსიმალურად სანდო და გამჭვირვალე სფეროდ.
კომპანიის მიზანია, ქართული ბიზნესი უცხოელი პარტნიორებისთვის/ინვესტორებისთვის გახადოს მაქსიმალურად სანდო და გამჭვირვალე სფეროდ.