ლამინირებული ალუმინის კილიტა | ფოლგა
“ფლექსო პრინტ ჯორჯია” გთავაზობთ ლამინირებული ალუმინის კილიტას (ფოლგას), რომელიც შედგება 4 შრიანი კომპონენტისგან: თერმოლაქი, ალუმინის ფოლგა, პრაიმერი და ბეჭდვა.
ჩვენი მრავალშრიანი ალუმინის კილიტა (ფოლგა) შესანიშნავი ბარიერული თვისებებით არამარტო ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, არამედ იცავს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან, კერძოდ: მზის სხივები, ჟანგბადი, ტენიანობა, ბაქტერიები და არასასიამოვნო სუნი.
ლამინირებულ ალუმინის კილიტას (ფოლგას) გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
- არის უნივერსალური შეფუთვა მრავალი პროდუქტისთვის;
- კარგად ინარჩუნებს ფორმასა და მდგრადობას;
- არ ატარებს ცხიმს;
- თავსებადია ყველა დანადგართან;
- არ იხევა მასზე ზემოქმედების შემთხვევაში;
ლამინირებული ალუმინის ფოლგა არის 75 მკრ სისქის.
ჩვენ გვაქვს სტაბილურად მაღალი ხარისხის ევროპაში წარმოებული მასალა. 4 შრიანი ლამინირებული ალუმინის ფოლგა ყველაზე კარგი შესაფუთი მასალაა ნახევრადმყარი საკვებისთვის, როგორიცაა: კარაქი, მარგარინი, სპრედი, რბილი ყველი, ნაყინი, ხაჭო და ა.შ.
ლამინირებულ ალუმინის ფოლგაზე შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინის დატანა, რაც პროდუქტს ხდის უფრო მიმზიდველს.