რა არის პოლიგრაფიული მომსახურება?
პოლიგრაფია – ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით „მრავალწერა“-ს ნიშნავს.
პოლიგრაფია – არის მრეწველობა, რომელიც მოიცავს საბეჭდი პროდუქციის წარმოების ყველა სახეობას.
პოლიგრაფიის კლასიკური ვარიანტი შედგება სამი ძირითადი საწარმოო პროცესისაგან:
- საბეჭდი ფორმების მომზადება,
- უშუალოდ ბეჭდვა,
- ნაბეჭდი პროდუქტის საბოლოო სახემდე დაყვანა.
პოლიგრაფიის სფეროებად ითვლება:
- ოფსეტური ბეჭდვა,
- რიზოგრაფული ბეჭდვა,
- ტრაფარეტული ბეჭდვა,
- ტამპონური ბეჭდვა და
- მაღალი ბეჭდვა.
ზემოთ ჩამოთვლილი პოლიგრაფიის სფეროებს შორის წამყვანი ადგილი უკავია ციფრულ ოფსეტურ ბეჭდვას, რომელიც ინერგება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან და ტრადიციულისგან განსხვავებით არ შეიცავს წარმოების პირველ ეტაპს (საბეჭდი ფორმის დამზადება) და ეყრდნობა ელექტროგრაფიკული ბეჭდვის პრინციპს.