ჩვენს შესახებ
ფლექსო პრინტ ჯორჯია ოპერირებს ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია და ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოაყალიბა სტაბილური და სანდო პარტნიორის რეპუტაცია. მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას სწორად შევაფასოთ თითოეული პროექტის ტექნიკური მოთხოვნები და შევთავაზოთ ეფექტური, ხარისხიანი და წარმოებისთვის ოპტიმიზირებული გადაწყვეტილებები.ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ტექნოლოგიურ სიზუსტესა და სტაბილურ შედეგზე.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალურ მიდგომას, გამოცდილ გუნდსა და დანადგარებს, რაც თითოეულ პროექტში მაღალი სტანდარტის დაცვას უზრუნველყოფს.
ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ვიყოთ საიმედო პარტნიორი — ვუზრუნველვყოთ დროული შესრულება, ეფექტური კომუნიკაცია და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული თანამშრომლობისას.
ფლექსოგრაფიული ეტიკეტი საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც პროდუქტი საჭიროებს მაღალი ტირაჟის ეფექტურ წარმოებას, მდგრადობას ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ, მკვეთრ ფერებს და დეტალურ ბეჭდვას, ასევე სტაბილურ და გამეორებად ხარისხს. ფლექსოგრაფია იძლევა ოპტიმალურ ღირებულებას დიდ რაოდენობებზე და უზრუნველყოფს პროდუქტის პროფესიონალურ ვიზუალურ იდენტობას ბაზარზე.